
მოგეხსენებათ, ბრაზილიელი სამშობლოში დაბრუნდა და სეზონის ბოლომდე მშობლიურ "სანტოსთან" გააფორმა კონტრაქტი და მედიაში დაიწერა, რომ შრომითი პუნქტის დასრულების შემდეგ, 33 წლის ვარსკვლავი "ბლაუგრანაში" დაბრუნებას გეგმავდა.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ფლიკს ეჭვი ეპარება, რომ ნეიმარი "ბარსელონას" დონეზეა. მისი გადმოსახედიდან, ფორვარდი ახალგაზრდა პარტნიორებთან კონკურენციას და ინტენსიურ ფეხბურთს ვერ გაუძლებს.