* "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპალიგის (და მისი წინამორბედი უეფას თასის) ფინალში პირველად გავიდა.
* ეს მანჩესტერისთვის მე-7 ევროპული ფინალია და პირველი 2011 წლის შემდეგ.
* "აიაქსი" მეათედ გავიდა ევროთასების ფინალში. ასეთი გუნდების რაოდენობა კი მხოლოდ რვაა ("აიაქსის" ჩათვლით).
ევროპალიგის ფინალი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის გარეუბან სოლნაში, "ფრენდს არენაზე" გაიმართება. იქ, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლია აღმართული, 24 მაისს ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "აიაქსი" დაუპირისპირდებიან...
"იუნაიტედი" და "აიაქსი" თავიანთ მატჩებში ისედაც ფავორიტები იყვნენ და
მანჩესტერული გოლიდან ათიოდე წუთში გოლი გავიდა ლიონის "ოლიმპიკ პარკზეც". იქაც ფავორიტმა გაიტანა - "აიაქსმა" შინ ისედაც 4:1 მოიგო და ამას კიდევ ერთი გოლი დაუმატა - მარცხენა ფლანგიდან ამინ იუნესმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა კასპერ დოლბერგი და ცენტრფორვარდმაც იყოჩაღა.
თითქოს, ყველაფერი მორჩა აქაც, მაგრამ "აიაქსმა" ტაიმის ბოლომდეც ვერ გაძლო - ალექსანდრ ლაკაზეტმა ჯერ პენალტით და შემდეგ თამაშიდან, ფრანგებს იმედი გაუჩინა. ტაიმი "ლიონმა" 2:1 მოიგო. მატჩის 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულებმა რიბუსმა და ღეზალმა კიდევ ერთი გოლი "გამოაცხეს", რასაც სტუმართა მცველის, ნიკ ვიერხევერის გაძევება მოჰყვა და მოედანზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ახალგაზრდულმა და ცოტა თავქარიანმა "აიაქსმა" კინაღამ ხელიდან გაუშვა ამხელა უპირატესობა, მაგრამ ბოლოს პეტერ ბოშის გუნდმა მაინც გაძლო - ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო და შვედური ფინალი დაიბევა.
ნაკლებად დრამატული მეორე ტაიმი არც მანჩესტერში გველოდა, სადაც 85-ე წუთზე ფაკუნდო რონკალიამ თავით ანგარიში გაათანაბრა. ახლა "სელტას" მხოლოდ ერთი გოლის გატანა სჭირდებოდა ფინალში გასასვლელად. გოლი ვერა, მაგრამ მალე გუნდი-გუნდზე ჩხუბი ვიხილეთ, რომელშიც მეტისმეტად იაქტიურეს ბაილიმ და რონკალიამ. ორივემ წითელი ბარათი მიიღო, ჟოზე მოურინიოს გუნდმა კი ანგარიში ბოლომდე დაიცვა - 1:1, ორი მატჩის ჯამში 2:1 და ფინალში გავიდა.
მანჩესტერი-სელტა 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ფელაინი (17), 1:1 რონკალია (85)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-2-3): რომერო - ვალენსია, ბაილი, ბლინდი, დარმიანი - ანდრე ერერა - ფელაინი, პოგბა - მხითარიანი (77. კერიკი), რაშფორდი (89. სმოლინგი), ლინგარდი (89. რუნი)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, რონკალია, ხონი - ვასი (46. ხოსაბედი), რადოია (68. ბონგონდა), პ. ერნანდესი - ასპასი, გუიდეტი, სისტო (80. ბოვიუ)
გაძევება: რონკალია (88), ბაილი (88)
ლიონი-აიაქსი 3:1 (1:4)
გოლები: 0:1 დოლბერგი (27), 1:1 ლაკაზეტი (45-პენ), 2:1 ლაკაზეტი (45+1), 3:1 ღეზალი (81)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - რაფაელი, ნ'კულუ, დიაქაბი, მორელი (75. რიბუსი) - გონალონი, ტოლისო - კორნე, ფეკირი, ვალბუენა (77. ღეზალი) - ლაკაზეტი
აიაქსი (4-3-3): ონანა - ფელტმანი (64. ტეტე), სანჩესი, დე ლიხტი, ვიერხევერი - ზიეხი, შიონე (58. ვან დე ბეეკი), კლაასენი - ტრაორე, დოლბერგი, იუნესი (82. ჯ. კლაივერტი)
გაძევება: ვიერხევერი (84)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"