"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის გამარჯვებულია!

AutoSharing Option
24 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ევროპა ლიგის ფინალი გაიმართა. 

ამსტერდამის "აიაქსი" "მანჩეტსერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მე-18 წუთზე ანგარიში პოლ პოგბამ გახსნა, ხოლო 48-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა.

"წითელმა ეშმაკებმა" ჟოზე მოურინიოს თავკაცობით პირველი ტიტული მოიგეს და ამასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ფეხბურთი იყო?ვის უნდა ასეთი თამაშით გამარჯვება.
სოსო
10:20 25-05-2017
0
მართლაც. რა გუნდი იყო მანჩესტერი და რას ჰგავდა წუხელ. მაინ კარგია ჩემპიონთა ლიგაზე რომ ითამაშებს, იქნებ ამან შეუწყოს ხელი ძველი დიდების დაბრუნებაში, ლივერპულიც ცალი ფეხით დაბრუნდა, მომავალ წელს მილანი და ინტერიც დაბრუნდებიან იმედია და ნამდვილი ფეხბურთით ვისიამოვნებთ.
ფაშა ძლიერი
10:05 25-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული