ლუკა ზარანდიას "არკამ" შინ 3:2 დაამარცხა "მიდტიულანდი". ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო.
ასევე საკუთარ კედლებში მოიგო თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა''. რუსებმა დანიური "ლინგბი" 2:1 დაამარცხეს. ქართველი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა ტრავმის გამო დარჩა.
პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა განახლებულმა "მილანმა". ვინჩენცო მონტელას გუნდმა, რომელსაც ბონუჩი და ბილია ჯერ ვერ ეხმარებიან, რუმინული "კრაიოვა" სტუმრად დაამარცხა, ანგარიშით 1:0. ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე გავიდა. მილანელთა ახალწვეულმა მცველმა, რიკარდო როდრიგესმა, მახვილი კუთხიდან ჯარიმა
1:0 გამარჯვება იკმარა "ევერტონმაც", რომელიც სლოვაკურ "რუზომბეროკს" მასპინძლობდა. ლივერპულელებს ლეიტონ ბეინსმა მოაგებინა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით გაიტანა. რაც შეეხება უეინ რუნის - მან "გუდისონ პარკზე", "ევერტონის" მაისურით, 2004 წლის 8 მაისის შემდეგ პირველად ითამაშა, ხოლო 2004 წლის 13 მარტის შემდეგ პირველად მოიგო.
დღის მთავარი სენსაცია ეინდჰოვენში დაფიქსირდა. ჰოლანდიის ჩემპიონატის გასული გათამაშების მესამეადგილოსანი პსვ ხორვატიის მე-4 გუნდთან, "ოსიეკთან" საკუთარ კედლებში დამარცხდა.
მლადა-სკენდერბეუ 2:1
ტრაკაი-შკენდია 2:1
დონეცკის ოლიმპიკი-პაოკ 1:1
თელ ავივის მაკაბი-პანიონიოსი 1:0
პსვ-ოსიეკი 0:1
კრასნოდარი-ლინგბი 2:1
შტურმი-ფენერბაჰჩე 1:2
ოსტერსუნდსი-ფოლა 1:0
უტრეხტი-ლეხ პოზნანი 0:0
ლარნაკას აეკ-მინსკის დინამო 2:0
აიკ-ბრაგა 1:1
სუდუვა-სიონი 3:0
ბუქარესტის დინამო-ატლეტიკი 1:1
ასტრა-ოლექსანდრია 0:0
ბოტევი-მარიტიმუ 0:0
ბნეი იეჰუდა-ზენიტი 0:2
არკა-მიდტიულანდი 3:2
კრაიოვა-მილანი 0:1
ბრონდბიუ-ჰაიდუკი 0:0
პანათინაიკოსი-გაბალა 1:0
ბორდო-ვიდეოტონი 2:1
გენტი-ალტახი 1:1
ცრვენა ზვეზდა-სპარტა 2:0
ზაგრების დინამო-ოდი 2:1
აბერდინი-აპოლონი 2:1
მარსელი-ოსტენდე 4:2
აუსტრია-აელ 0:0
ევერტონი-რუზომბეროკი 1:0
ფრაიბურგი-დომზალე 1:0