განახლებულმა "მილანმა" რუმინულ "კრაიოვას" მეორე თამაშიც მოუგო. მილანელთაგან, რომლებმაც 2 მატჩის ჯამში 3:0 იმარჯვეს, გუშინ თავი ჯაკომო ბონავენტურამ და 19 წლის პატრიკ კუტრონემ გამოიჩინეს. ეს ის პატრიკ კუტრონეა, ორიოდე კვირის წინ "ბაიერნს" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე 2 გოლი რომ გაუტანა.
მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მთავარი სენსაცია პსვ-ს ხორვატიულ "ოსიეკთან" მარცხი იყო. გუნდმა, რომელიც ევროტურნირებზე პერიოდულად ჩნდება ხოლმე და ჯგუფურ ეტაპამდე ვერასდროს აღწევს, ეინდჰოვენში 1:0
"მილანისა" და "ოსიეკის" გარდა, გუშინ ევროპის ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: ლარნაკას აეკ, "შკენდია", ზაგრების "დინამო", "აპოლონი", "პანათინაიკოსი", "ოლექსანდრია", "ცრვენა ზვეზდა", "ვიდეოტონი", "ზენიტი", "ფენერბაჰჩე", "ოსტერსუნდსი", "კრასნოდარი", "მარიტიმუ", პაოკ, "შკენდერბეუ", "უტრეხტი", "ალტახი", "ჰაიდუკი", "მიდტიულანდი", "ბილბაო", "მარსელი", "ევერტონი", თელ-ავივის "მაკაბი", "დომზალე", "ბრაგა". მათ პლეი-ოფში დახვდებიან: კიევის "დინამო", "აიაქსი", "პლზენი", "ზალცბურგი", "ბრიუგე", "ლუდოგორეცი", ბატე, "ლეგია", "პარტიზანი", "რუსენბორგი", "შერიფი", ათენის აეკ, "ჰაბნარფორდიური", "ვიიტორული", "ვარდარი".
პლეი-ოფის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება.
- დღეს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის პლეი-ოფების წილისყრა გაიმართება