საქართველოს UEFA-ს რეიტინგში დაქვეითება აღარ ემუქრება

AutoSharing Option
ევროპის ლიგაზე გუშინ გამართული შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ საქართველო UEFA-ს კოეფიციენტებისგან შედგენილ რეიტინგში მეტად აღარ დაქვეითდება და არცთუ საამაყო 45-ე ადგილს შეინარჩუნებს.

მას შემდეგ, რაც "ფოლამ" შვედურ "ოსტერსუნდსთან" წააგო, ლუქსემბურგი ევროტურნირზე წარმომადგენლის გარეშე დარჩა. სწორედ ლუქსემბურგი იყო ის ერთადერთი დარჩენილი ქვეყანა, რომელიც რეიტინგში ჩვენზე უკან იყო და რომლის კლუბიც ევროტურნირებზე კვლავ თამაშობდა. "ფოლას" გამოვარდნა კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო წელს მეტად აღარ დაქვეითდება.

მიმდინარე ევროსეზონის დაწყებამდე საქართველო, 6.375 ქულით, 54 ქვეყანას შორის მე-40 ადგილს იკავებდა. შედეგი, რომელიც გაუმჯობესების სურვილს იწვევდა,
კიდევ უფრო გაუარესდა. ყველა ქართული კლუბი ევროტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა და ქვეყნის ანტირეკორდიც დაფიქსირდა - მხოლოდ 0.125 ქულა. შედეგად, მოუყარა რა ბოლო 5 წლის განმავლობაში თავი მხოლოდ 5 ქულას, საქართველო 5 საფეხურით დაქვეითდა. ცნობისთვის, არცერთ სხვა ქვეყანას ასეთი რეგრესი არ აქვს. საქართველოსთან ყველაზე ახლოს ბელორუსია, რომელიც წელს 4 საფეხურით დაქვეითდა.

ამჟამად, საქართველო შემდეგ ქვეყნებს უსწრებს: სომხეთი, მალტა, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთი ირლანდია, უელსი, ფარერების კუნძულები, გიბრალტარი, ანდორა, სან მარინო, კოსოვო. ამ უკანასკნელის კლუბებს UEFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში ჯერ ქულა არ აუღიათ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
უგემოვნო და უაზრო დიზაინია. ან ძველი დააბრუნეთ ან ნორმალური დიზაინი გააკეთეთ
დათო
15:33 04-08-2017
1
კაცურად დაუბრუნდით ისევ იმ დიზაინს.
gigo
13:10 04-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული