ლეონარდო ბონუჩი: "იუვენტუსის" დონის მისაღწევად ბევრი შრომა გვჭირდება

AutoSharing Option
"მილანმა" ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში "სან სიროზე" მაკედონიის "შკენდია" გაანადგურა (6:0). ბოლოს როსონერიმ ასეთი ანგარიშით ევროტურნირებზე 1993 წლის ოქტომბერში იმარჯვა (ჩემპიონთა ლიგაზე კოპენჰაგენი დაამარცხა).

ნამატჩევს "მილანის" ახალმა კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:"სენსაცია იყო, განსაკუთრებით დებიუტში. ეს წარმატება სწორ გზაზე გვაყენებს. საჭიროა ბურთის ფლობის გაუმჯობესება.

მატჩის წინ ბიჭებს გუნდისთავის რანგში მივმართე. ვუთხარი, რომ მოგება ადვილი არ იქნებოდა. მოედანზე მუდამ ამისათვის უნდა გავიდეთ. ახალი არაფერი არ მითქვამს.

"იუვენტუსის" დონის მისაღწევად ბევრი შრომა გვჭირდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული