ნამატჩევს "მილანის" ახალმა კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:"სენსაცია იყო, განსაკუთრებით დებიუტში. ეს წარმატება სწორ გზაზე გვაყენებს. საჭიროა ბურთის ფლობის გაუმჯობესება.
მატჩის წინ ბიჭებს გუნდისთავის რანგში მივმართე. ვუთხარი, რომ მოგება ადვილი არ იქნებოდა. მოედანზე მუდამ ამისათვის უნდა გავიდეთ. ახალი არაფერი არ მითქვამს.
"იუვენტუსის" დონის მისაღწევად ბევრი შრომა გვჭირდება".