როგორ ამხნევებს ლეონარდო ბონუჩი ახალ თანაგუნდელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მილანის" ახალწვეული ლეონარდო ბონუჩი "როსონერის" ახალ ლიდერად ყალიბდება. ეს 30 წლის ფეხბურთელის სადებიუტო მატჩში კარგად გამოჩნდა.

ბონუჩის, მიუხედავად იმისა, რომ "მილანის" მაისურით პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა, კაპიტნის სამკლავური ანდეს და გარდა ამისა, შეხვედრის წინ თანაგუნდელების გამხნევებაც მას დაევალა. "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს საკმაოდ ხანგრძლივი და როგორც გაირკვა, შედეგიანი სამოტივაციო სიტყვა გამოუვიდა - მისმა გუნდმა, ევროპის ლიგის ფლეი ოფის პირველ მატჩში, "შკენდრია" 6:0 გაანადგურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული