25 წელია „კიოლნს" ევროტურნირებზე არ უასპარეზია და 20 ათასი გულშემატკივარი წავიდა ლონდონში "არსენალთან" გუნდის მხარდასაჭერად. არადა, სულ 2 900 ბილეთი ქონდათ გამოყოფილი. ამაზრზენად იქცეოდნენ გერმანელი ფანები ინგლისის დედაქალაქში, არეულობა მოაწყეს, სტადიონზე ძალით შესვლას ცდილობდნენ, რის გამო თამაში ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.
არც არენაზე დამშვიდებულან და ოთხი მათგანი დააპატიმრეს, ხოლო როდესაც კორდობამ მე-9 წუთზე მასპინძელთა კარი დალაშქრა, მთლად დასაბმელები შეიქნენ. თუმცა, "მეთოფეებმა" მეორე ტაიმში სამი უპასუხო გოლი შეუგდეს და სახლში უქულოდ გაისტუმრეს.
აღსანიშნავია, რომ თამაშის შემოტრიალებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა "შალკესგან" შეძენილმა
24 წლის ბოსნიელმა ნახევარმცველმა სეად კოლაშინაცმა, რომელიც ნაანტრაქტევს შეუშვა "მეთოფეების" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა შეცვლაზე. მან 49-ე წუთზე გოლი გაიტანა, ხოლო 82-ეზე მისი წამოწყებული კომბინაცია ბელერინმა დააგვირგვინა.