ჯიღაურის "ვარდარი" განადგურდა, კაშიამ ავტოგოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე ჩატარებული მატჩები, წარუმატებელი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის.

ჯაბა ჯიღაურის "ვარდარი" საკუთარ მოედანზე "სოსიედადთან" 6:0 განადგურდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

მატჩის მოგება ვერ შეძლო "ვიტესმა", რომელმაც ფრე 1:1 ითამაშა "ვარეგემთან". ეს შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა არნემელთა ქართველი კაპიტნისთვის გურამ კაშიასთვის, რომელმაც 23-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა. "ვიტესმა" 27-ე წუთზე შეძლო საპასუხო გოლის გატანა და ფრეს დასჯერდა.

ვაკო გვილიას "ბატემ" "კიოლნი" 1:0 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული