ყველაფერი, რაც ევროპა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრაზე უნდა ვიცოდეთ

AutoSharing Option
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა ჩვენი დროით 16:00 საათზე გაიმართება.

22 თებერვალს 1/16-ფინალის საპასუხო მატჩები ჩატარდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მერვედფინალში იასპარეზებენ.

ესენია:
ზენიტი (რუსეთი)
ლოკომოტივი (რუსეთი)
ცსკა (რუსეთი)
ბილბაო (ესპანეთი)
დინამო (უკრაინა)
სპორტინგი (პორტუგალია)
არსენალი (ინგლისი)
დორტმუნდი (გერმანია)
ლაიპციგი (გერმანია)
ატლეტიკო (ესპანეთი)
მილანი (იტალია)
ლიონი (საფრანგეთი)
მარსელი (საფრანგეთი)
ლაციო (იტალია)
პლზენი (ჩეხეთი)
ზალცბურგი (ავსტრია)

უეფას გადაწყვეტილებით, რუსეთისა და უკრაინის გუნდები სხვადასხვა წყვილში გადანაწილდებიან.

პირველი მატჩები 8 მარტს, ხოლო საპასუხოები 15 მარტს
გაიმართება. გუნდები, რომლებიც პირველები ამოვლენ, მასპინძლები იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ პახმელიაზე იყავი ამ სტატიას რომ ამზადებდი? :D

"22 თებერვალს 1/16-ფინალის საპასუხო მატჩები ჩატარდება და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მერვედფინალში იასპარეზებენ."
georgian
15:24 23-02-2018
0

სიახლეები პოპულარული