არსენ ვენგერი: ეგებ, ჯენარო გატუზომ მირჩიოს რამე?

AutoSharing Option
"მილანის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ თქვა, რომ "არსენალის" მენეჯერთან არსენ ვენგერთან შედარებით "საბავშვო კატეგორიაში" იმყოფება. როსონერისთან მომავალი მატჩის წინ ვენგერმა კომენტარი გააკეთა:

"გატუზოს ბევრ რჩევებს არ მივცემ. ძალიან გამოცდილი ბიჭია. თან, ახლა საქმეები ვერ მიმდის კარგად. ეგებ, მან მირჩიოს რამე?

ამ ტურნირმა ცოტა დამაფიქრა. გასულ სეზონში 75 ქულა დავაგროვეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოვხვდით. 1 ქულა არ გვეყო. წელსაც ვერ გავალთ ჩემპიონთა ლიგაზე. ასე რომ, ევროპა ლიგა ჩვენი შანსია და ვეცდებით გამოვიყენოთ.

"მილანი" კარგ ფორმაშია და მისი დამარცხება ადვილი არ იქნება.
ბელერინს მუხლის ტრავმა აქვს. არც ლაკაზეტია სათამაშოდ მზად და არც მონრეალი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული