ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: დღეს ქართველი დიეგო კოშტასა და ანტუან გრიზმანს დაუდგება

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივი" პირველად თამაშობს ევროპალიგის მერვედფინალში. ბუნებრივია, პირველია ეს ეტაპი საბა კვირკველიასთვისაც.

საბას სერიოზული გამომცდელები ეყოლება მადრიდში - დიეგო კოშტა და ანტუან გრიზმანი.

ატლეტიკო-ლოკომოტივი
"ლოკომოტივი" უკვე მადრიდშია და მატჩისთვის ემზადება. საბა კვირკველია, რა თქმა უნდა, რუსული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. დიეგო სიმეონეს გუნდში შეტევის ტანდემი ძალიან სახიფათოა - დიეგო კოშტა და ანტუან გრიზმანი. ქართველს ერთი სული აქვს, როდის გამოცდის თავს ამ დონეზე და როდის დაუპირისპირდება "ატლეტიკოს".

ფაქტები
  • "ატლეტიკომ" ზედიზედ 5 მატჩი ისე მოიგო შინ, რომ გოლი არ გაუშვია.
  • "ლოკომოტივს" ესპანეთში ჯერ
    მოგებული არა აქვს - 1 ფრე, 5 წაგება.
  • "ლოკომოტივი" ევროპალიგის 1/8-ფინალში პირველად თამაშობს.
  • "ატლეტიკომ" ბოლო ოთხ ცდაზე სულ მცირე, მეოთხედფინალში იასპარეზა ევროპალიგაზე.

ცსკა-ლიონი
ფრანგები გუნდის ლიდერის, ნაბილ ფეკირის გარეშე ჩავიდნენ მოსკოვში, რაც "ლიონისთვის" უდიდესი დანაკლისია.

ფაქტები
  • ამ ორ კლუბს ერთმანეთში აქამდე არასოდეს უთამაშია.
  • 2018 წელს ცსკა-ს სამ ოფიციალურ თამაშში ჯერ გოლი არ გაუშვია.
  • "ლიონმა" შარშან ამ ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა.

ლაციო-დინამო
იტალიურ-უკრაინულ დაპირისპირებაში პირველის უპირატესობა აშკარაა, მაგრამ ისტორია ბევრს არ ნიშნავს. "ლაციოს" წინა მატჩში დისკვალიფიცირებული ლუის ფელიპე უბრუნდება.

ფაქტები
  • 1999 წელს ამ ორი კლუბის ორივე დაპირისპირებაში "ლაციომ" იმარჯვა.
  • "ლაციომ" შინ უკრაინულ კლუბებთან 5-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო.
  • ევროპალიგის ამ გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ "ლაციომ" და "დინამომ" გაიტანეს.

სპორტინგი-პლზენი
ამ წყვილში ფავორიტი პორტუგალიური გრანდია. ბრუნო ფერნანდეშს ევროპალიგის 2 მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.

ფაქტები
  • "სპორტინგი" ევროპალიგაზე შინ საშინლად თამაშობს - ბოლო 7 მატჩიდან ერთი მოიგო.
  • "პლზენი" სტუმრად ვერ ვარგა - ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო.

მარსელი-ბილბაო
"მარსელის" გულშემატკივრებს ცუდად ახსოვთ 2016 წელი, როცა 1/16-ფინალში არიც ადურისმა 1:0 მოაგებინა "ბილბაოს" "ველოდრომზე". ადურისი ისევ ბასკური კლუბის შემადგენლობაშია.

ფაქტები
  • ამ სეზონში "მარსელი" შინ ევროთასებზე არ დამარცხებულა.
  • არიც ადურისი (ბილბაო) ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირია - 7 გოლი.
  • ორივე გუნდი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო წრიდან მოდის.

დორტმუნდი-ზალცბურგი
ფაქტები
  • "დორტმუნდს" ავსტრიულ კლუბებთან 4-დან 4 მოგება აქვს.
  • "ზალცბურგის" ბოლო 9 საგარეო მატჩი - 4 მოგება, 5 ფრე.
  • ავსტრიის ჩემპიონს გერმანიაში ჯერ თამაში არ მოუგია.

მილანი-არსენალი
ამ ტურნირის ფავორიტთა შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს. ეს ტურნირი, ალბათ, არსენ ვენგერის ბოლო შანსია. არადა, ახლა "მეთოფეები" საშინელ ფორმაში არიან, ჯენარო გატუზოს გუნდი კი - პირიქით. მართალია, გატუზომ პრესკონფერენციაზე აქო და ადიდა ვენგერი, ჩემი მასთან შედარებაც კი არ შეიძლებაო, მაგრამ ფაქტია - ლონდონური კლუბი ახლა შავ დღეშია და "მილანი" დაპირისპირების ფავორიტია.

ფაქტები
  • "მილანს" 6 თამაშია, გოლი არ გაუშვია.
  • "არსენალმა" ბოლო 4 თამაში წააგო.
  • 2008 წელს "არსენალმა" "სან სიროზე" 2:0 მოიგო.
  • 2012 წელს იქვე "მილანმა" "არსენალი" 4:0 გაანადგურა.

ლაიპციგი-ზენიტი
"ზენიტს" ამ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ლეანდრო პარედესი არ ეყოლება.

ფაქტები
  • "ლაიპციგი" რუსულ კლუბს ისტორიაში პირველად ხვდება.
  • ბოლო 4 თამაშია, გერმანულ კლუბს არ მოუგია.
  • "ზენიტი" გერმანიაში - 3 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.

ხუთშაბათი, 8 მარტი
მილანი-არსენალი 22:00
ატლეტიკო-ლოკომოტივი მ. 22:00
ცსკა-ლიონი 22:00
დორტმუნდი-ზალცბურგი 22:00
ლაციო-დინამო კ. 00:05
მარსელი-ბილბაო 00:05
ლაიპციგი-ზენიტი 00:05
სპორტინგი-პლზენი 00:05

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული