"მე არ მივცემ გატუზოს ბევრ რჩევას. მას მდიდარი გამოცდილება აქვს. ჩემი საქმეები არც ისე კარგად მიდის, ამიტომ მე უნდა ვთხოვო მას რჩევა.
იმედია, მხითარიანი წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება, მაგრამ სანამ ევროპა ლიგის მოგებაზე ვიფიქრებთ, "მილანთან" უნდა ვითამაშოთ.
დაპირისპირება რთული იქნება, რადგან "მილანი" ახლა კარგად თამაშობს", - თქვა ვენგერმა.
- "არსენალმა" ბოლო 4 მატჩი წააგო.
- "მილანს" 13-მატჩიანი წაუგებელია სერია აქვს, საიდან 9 მოგებაა.
- როცა ვენგერი "არსენალს" ჩაუდგა სათავეში, 18 წლის გატუზოს პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა.
- "მილანი" და "არსენალი" სან სიროზე 8 მარტს შეხვდებიან ერთმანეთს.
- საპასუხო მატჩი ლონდონში 15 მარტს გაიმართება.