"მილანის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ლონდონის "არსენალთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. "როსონერის" კაპიტნის თქმით, შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეიძლება.
"შიშმა და მღელვარებამ პირველ ტაიმში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ეს ყველაფერი მოთამაშეებს გამოცდილების მიღებაში დაეხმარებათ. შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იქნება, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
თუ ლონდონში იმ სულისკვეთებით წავალთ, რაც მეორე ტაიმში ვანახეთ, შედეგის მიღებას შევძლებთ. ჩვენ პირველ ნახევარში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო", - აღნიშნა ბონუჩიმ.
11:03 09-03-2018
ლეონარდო ბონუჩი: შიშმა და მღელვარებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული