რა თქმა უნდა, საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" ძლიერი გუნდია, რუსეთში პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და ჯერ არც "ატლეტიკოსთან" გადასწურვია იმედი, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდთან 0:3-ის ამოქაჩვა ფანტასტიკური ამბავი უფრო გვგონია, რეალობას მოკლებული. თავად ქართველი ფეხბურთელი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.
უფრო "ღამის" წყვილებშია მეოთხედფინალისტთა კონტურები გამოკვეთილი - არსენ ვენგერის "არსენალმა" შინ, წესით, არ უნდა გაანიავოს "მილანთან" "სან სიროზე" მიღებული
არც "ლიონს" უნდა გაუჭირდეს რუსული ბარიერის გადალახვა, როცა მოსკოვურ ყინვაში აქვს მოგებული 1:0. "ზალცბურგიც" უკვე ფავორიტია "დორტმუნდთან" თამაშში, რადგან ავსტრიელებმა "სიგნალ პარკზე" 2:1 იმარჯვეს. მით უფრო, რომ ფინალი ლიონშია.
თანაბარი ბრძოლა გველის სანკტ-პეტერბურგში, სადაც "ლაიპციგი" 1-გოლიანი უპირატესობით ჩადის. გერმანული კლუბი ევროთასებზე გამოუცდელია, "ზენიტი" კი - საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით და სახელიანი მწვრთნელით დაკომპლექტებული; რუსეთში ისევ ცივა...
"პლზენს", წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს პორტუგალიური 0:2-ის ამოქაჩვა. კიევის "დინამოს" კარგი შანსი აქვს "ლაციოსთან" მატჩში, თუმცა ვერც რომაული 2:2-ის შემდეგ ვიტყვით, რომ უკრაინული კლუბი ფავორიტია ამ დაპირისპირებაში. დაბოლოს, ბასკურ-ფრანგული დაპირისპირება - "ბილბაოს" შანსი არიც ადურისმა დაუტოვა, რომელმაც "ველოდრომზე" ბასკთა კინკილა გოლი გაიტანა.
ფაქტები
- "ლიონმა" ბოლო სამი მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დაასრულა, შემდეგ კი სამივე თამაში მოიგო.
- კიევის "დინამომ" ბოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულა.
- მადრიდის "ატლეტიკომ" ბოლო 4 დაპირისპირება მოიგო.
- "სპორტინგმა" ბოლო 3 მატჩში სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.
- "ზალცბურგს" არ წაუგია 14 თამაშია.
- "ზალცბურგმა" ბოლო 3 მატჩში სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.
- "არსენალმა" ბოლო 7 მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.
- "ლიონმა" ბოლო 7 თამაშიდან 6 მოიგო.
ხუთშაბათი, 15 მარტი
ლოკომოტივი-ატლეტიკო 20:00 (0:3)
ბილბაო-მარსელი 22:00 (1:3)
დინამო-ლაციო 22:00 (2:2)
პლზენი-სპორტინგი 22:00 (0:2)
ზენიტი-ლაიპციგი 22:00 (1:2)
არსენალი-მილანი 00:05 (2:0)
ლიონი-ცსკა 00:05 (1:0)
ზალცბურგი-დორტმუნდი 00:05 (2:1)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"