ჯენარო გატუზო: მესამე გოლმა გამაღიზიანა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩშიც დამარცხდა "მილანი" არსენალთან" (1:3) და გათამაშებას გამოეთიშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი როსონერის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა:

"ვამაყობ ჩემი ბიჭებით. ჩვენ "სან სიროზე" წაგებისთანავე უშანსოდ დავრჩით. 1:2-ზე თამაშს თავი დავანებეთ. ასე არ შეიძლება. ამან გამაღიზიანა. არაფერს არ ვიტყვი მსაჯებზე, რადგან ისინი ფეხბურთელებივით შეიძლება შეცდნენ. ჩვენ წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

ასე მგონია, იტალიის პირველობაზე თამასას თანდათან მაღლა ვწევთ. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ამ ორ მატჩში "არსენალს" პრობლემები შევუქმენით. მხოლოდ მესამე გაშვებულმა გოლმა გამაბრაზა. კონცენტრაციის დაკარგვა დაუშვებელია. გუნდმა მთელი
90 წუთი უნდა ითამაშოს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
Ertaderti milaneli gatuzo darcha milanshi.
Sinsilo
11:16 16-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული