ევროპის ლიგა: ბასკეთში შეხვედრამ კვლავ არეულობით ჩაიარა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩის მიმდინარეობისას, "ბილბაოსა" და "მარსელს" შორის, მასპინძელთა სტადიონ "სან მამესზე" დაცვის წევრებსა და სტუმარი გუნდის ფანებს შეტაკება მოუხდათ.

ამის შედეგად სტადიონის დაცვის ორი თანამშრომელი დაშავდა, ერთ-ერთ მათგანს კი დაზიანება ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

"მარსელმა" მეტოქე ორი თამაშის ჯამში 5:2 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ბილბაოში ინციდენტი 1/16-ფინალური ეტაპის მატჩის შემდეგაც დაფიქსირდა.

მოსკოვის "სპარტაკისა" და "ბილბაოს" ფანების დაპირისპირებას პოლიციელ ინოსენსიო არიასა გარსიას სიცოცხლე ემსხვერპლა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული