მექსიკაში მოპარული ევროპა ლიგის თასი მოძებნეს

AutoSharing Option
მექსიკის ქალაქ ლეო დე ლოს ალმადაში ევროპა ლიგის თასი მოიპარეს.

ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და თასი მოძებნეს.

როგორც იუწყებიან, თასი ქალაქში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ ავტომობილიდან მოიპარეს.

უეფა ამტკიცებს, რომ ტროფეის ორიგინალი მათ შტაბ-ბინაში ინახება, გამარჯვებულებს კი მისი ზუსტი ასლი გადაეცემათ, თუმცა "გარდიანი" ირწმუნება, რომ მექსიკაში სწორედ ორიგინალი მოიპარეს.

ევროპა ლიგის ფინალი 16 მაისს ლიონში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული