არსენ ვენგერი: დღესვე უნდა გავსულიყავით ფინალში

AutoSharing Option
"არსენალის" მენეჯერმა არსენ ვენგერმა "ატლეტიკოსთან" ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაარჩია:

"თამაშის საერთო სურათიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ყველაზე უარესი შედეგია. მიუხედავად ამისა, მადრიდში ოპტიმისტური განწყობით უნდა გავემგზავროთ და ფინალში გავიდეთ.

საუბედუროდ, მეტოქეს გოლი ვაჩუქეთ. მაგარი შანსი ვერ გამოვიყენეთ, დღესვე შეგვეძლო ფინალში გასვლა. ისინი მეკარემ არაერთხელ გადაარჩინა, მერე კი ერთადერთი მომენტი გამოიყენეს.

ეს გუნდი თავის მოედანზე პრაქტიკულად არ უშვებს გოლს? ნუ უყურებთ სტატისტიკას, ჩვენ გოლის გატანა ყველგან შეგვიძლია. მთავარია, მადრიდში თვითდაჯერებულნი მივემგზავრებით".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფინალში??? კაცნაკლულ გუნდს ერთი გოლი ძლივს გაუტანეს და ბოლოს მცველიან მეკარიანად ისეთი რამეები ჩაატარეს, ბურთი რომ არ გაეშვათ, გასაკვირი ეგ იქნებოდა. ვინ ვინ და არსენმა არ იცოდა, რომ კონტრშეტევას ელოდა ატლეტიკო? სიმეონე 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციისთ შეიძლება დასაჯონ, მაგრამ შანსები სულ ცოტა 60/40-ზე მგონია ატლეტიკოს სასარგებლოდ. განმეორებით შეხვედრაში ატლეტიკო მეორე ნომრად აღარ ითამაშებს
გგგ
11:56 27-04-2018
1

სიახლეები პოპულარული