დიეგო სიმეონე: ახალ სტადიონზე ახალ ისტორიას ვწერთ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში "ატლეტიკომ" 1:0 დაამარცხა "არსენალი", თამაშის დასრულების შემდეგ კი მისმა დისკვალიფიცირებულმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ, რომელიც განდეგილივით ეულად იმყოფებოდა ტრიბუნაზე,  განვლილი თამაში შეაჯამა:

"მე ადამიანთა იმ ჯგუფის წარმომადგენელი ვარ, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ, თუმცა ამას არავინ არ ხედავს. სწორი მიმართულებით მივდივართ და საქმე კარგადაა. პრიმერაზე მეორე ადგილი უნდა დავიკავოთ.

ფინალში გასვლამ გაგვახარა. ობლაკი ჩინებულად გაისარჯა, ერნანდესმა იოზილს გასაქანი არ მისცა, ხოლო პარტიმ უელბეკი ჩაკეტა. ობლაკისგან და გრიზმანისგან განსხვავებით ვიტოლოს გუნდში ადაპტაციისთვის ნაკლები დრო დასჭირდა.

ფანებმა მაგრად დაგვიჭირეს
მხარი. ახალ სტადიონზე ახალ ისტორიას ვწერთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული