პირველ შეხვედრას "ჩიხურა" 12 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრას - 19 ივლისს, სტუმრად იერუსალიმში.
მეტოქის გასაცნობად უახლოეს წარსულში მომხდარ ამბავს მოვიყვან. როგორც იცით, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. მადლობის ნიშნად კი, კლუბმა სახელი შეიცვალა და დაირქვა: "ბეითარ ტრამპ იერუსალიმი".
ისრაელის გუნდს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელი დაარქვეს
ეს კლუბი 1936 წელს დაარსდა და 82-წლიანი ისტორია აქვს.
გუნდს ევროთასებზე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ის 1993 წლიდან მონაწილეობს საკვალიფიკაციო რაუნდებში. "ბეითარმა" საკუთარი მაქსიმუმი 2016/17 წლების სეზონში გამოავლინა, როცა პირველ ეტაპზე ბოსნიური "სლობოდა" გამოთიშა, მეორეზე - კვიპროსული "ომონია" და მესამე ეტაპზე - ლატვიური "იელგავა". პლეი-ოფში კი ფრანგულ "სენტ ეტიენს" დაუპირისპირდა, შინ 1:2 წააგო და სტუმრად ფრე 0:0 ითამაშა.
გასულ სეზონში პირველ ეტაპზე უნგრულ "ვაშაშს" სძლია და მეორე ეტაპზე ბულგარულ პლოვდივის "ბოტევთან" ორთაბრძოლაში გამოეთიშა ტურნირს.
სად თამაშობს "ბეითარი"?
იერუსალიმში 880 000 ადამიანი ცხოვრობს, კლუბი კი 31 000 ადამიანზე გათვლილ სტადიონზე თამაშობს. არენას "ტედი" ჰქვია, რომელიც ადგილობრივი მაიორის, ტედი კოლეკის სახელობისაა.
რას წარმოადგენს დღევანდელი "ბეითარი"?
კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერი ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 10.78 მილიონია, როცა "ჩიხურას" ფასი 2.95 მილიონი ევროა. გუნდში შვიდი ლეგიონერი თამაშობს. თითქმის ყველა საკმაოდ მაღალი დონისაა და ისინი ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობენ.
"ბეითარის" მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი სპეციალისტი გაი ლუზონია, რომელსაც სხვადასხვა დროს ადგილობრივი გუნდები, ბელგიური გუნდი და ინგლისის ქვედა ლიგის გუნდი "ჩარლტონი" გაუწვრთნია.
კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი, ფრანგი ანტუანე კონტე 2 მილიონი ევრო ღირს. კონტე ცენტრალური მცველია, რომელიც "ბეითარმა" "რეიმსისგან" შეიძინა. გამორჩეულია ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი კლოდემირია, რომელიც შეტევაშიც გამორჩეულია და გუნდის ბომბარდირობას ებრაელ შეჩთერთან ერთად 9 გოლით იყოფს.
გუნდის მეკარე ბორის კლაიმენია, რომელიც ამავდროულად, ისრაელის ნაკრების მეკარეა და არცთუ ისე საიმედოა, რადგან ადგილობრივ ჩემპიონატში 32 შეხვედრაში 36 გოლი გაუშვა.
"ბეითარს" გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რამდენიმე ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული და უფრო გუნდურ თამაშზეა ორიენტირებული.
ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?
სოსო ფრუიძე: თავი არასდროს შეგვირცხვენია და ჩვენსას გავაკეთებთ, მაგრამ..