ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საჩხერის "ჩიხურასა" და იერუსალიმის "ბეითარს" შორის 0:0 დასრულდა. მატჩის შესახებ ებრაული გუნდის მწვრთნელმა გაი ლუზონმა ისაუბრა.
"ჩვენ შეხვედრა ბევრი შეცდომებით დავიწყეთ, რაც შემდეგ მთლიან თამაშზე აისახა.
შეცდომები იყო თითქმის ყველა პოზიციაზე, ხარვეზები ჰქონდა დაცვას, ვერ ვაკონტროლებდით ცენტრს და თავდასხმაში უფრო სახიფათოდ უნდა გვეთამაშა.
მეორე ტაიმში გავაუმჯობესეთ თამაში. გავხდით უფრო საშიში, უფრო კომპაქტური და მოედნის ცენტრში დავიჭირეთ ბურთი. გვქონდა რამდენიმე მომენტი, როცა შეიძლებოდა გოლი გაგვეტანა, თუმცა ეს მომენტები ვერ გამოვიყენეთ.
სამწუხაროდ, ისრაელში მოგებით ვერ ვბრუნდებით,
ყველაფერი ერთ კვირაში გადაწყდება. რაც მთავარია, მეორე მატჩში უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი, უნდა მოვუმატოთ ორგანიზებულობის დონეს და ეს უნდა აისახოს ანგარიშზე".
"ჩიხურასა" და "ბეითარის" მატჩი უგოლოდ დასრულდა
"ჩიხურასა" და " ბეითარის" ქომაგს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ებრაელი ფანი [PHOTO]