1-ელ ივლისს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველო ისრაელს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა გაი ლუზონმა ისაუბრა.
ლუზონის თქმით, საქართველოს ნაკრების მატჩები ნახეს, ძლიერი გუნდია, რთულ შეხვედრას ელის, ადვილი თამაშები ჯგუფშიც არ ჰქონიათ, თუმცა ქართველებმა უფრო მაღალ დონეზე იასპარეზეს, რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ და მიუხედავად ამისა, ბოლომდე ბრძოლას აპირებენ, გადამწყვეტი კი დაცვაში კარგად მოქმედება იქნება.
ისრაელის ნაკრების თავკაცმა ნოემბერში საქართველოსთან გორში მოგებული ამახანაგური მატჩი (2:1) გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინ გუნდებმა განსხვავებული შემადგენლობებით ითამაშეს, ამჯერად სრულიად განსხვავებული შეხვედრა
იქნება და სავსე სტადიონი მასპინძელთა უპირატესობაა.
ამას მოუწევს...რამეს იპოვის,ისრაელის მოქალაქეა,
კოპიშოპს ან რამეს გახსნის