დღეს ევროპა ლიგის III ეტაპის წილისყრაა - ვინ შეიძლება შეხვდეს ქართულ გუნდებს?

AutoSharing Option
დღეს, 23 ივლისს, 14:45 საათზე, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა. დღეს გაირკვევა, თუ ქართული გუნდები გავლენ შემდეგ ეტაპზე, ვინ იქნებიან მათი მეტოქეები.

ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონთა გზაზე აგრძელებს ასპარეზობას და თუ ის "ვიკინგურს" დაამარცხებს, მისი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს მეორე ეტაპიდან გამოვარდნილი გუნდი იქნება. იმერული კლუბი განუთესავია და მისი პოტენციური მეტოქეები ესენი არიან:

ასტანა-მიუტლლანდი
კუკეში-ყარაბაღი
ზაგრების დინამო-აპოელ ბეერ-შევა
ცრვენა ზვეზდა-სუდუვა
სელტიკი-რუსენბორგი


შეგახსენებთ, "ტორპედოს" მეტოქე წყვილებს შორის ერთ-ერთი დამარცხებული იქნება.

რაც შეეხება საჩხერის "ჩიხურას", რომელიც ძირითად ბადეში ასპარეზობს, მისი ბადის კენჭისყრა
16:00 საათზე დაიწყება.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციოს 13 ახალი გუნდი ემატება: "ზენიტი", "ოლიმპიაკოსი", "ბრაგა", "გენტი", "რაპიდი", "რიეკა", "ზორია", "ბაშაკშეჰირი", "ლუცერნი", "სიგმა", "ბრონდბიუ" და "კრაიოვა".

მათ შეუერთდება 37 გუნდი, რომელთა გამარჯვებული 2 აგვისტოს გაირკვევა.

შახტიორი - ლეხი
ჰიბერიანი - ასტერასი
საჩხერის ჩიხურა - მარიბორი
ჰენკი - ფოლა
დიურგარდენი - მარიუპოლი
ჰაიდუკი - სლავია

მიოლდე - ლაცი
სარაევო - ატალანტა
ზალგირისი - ვადუცი
ქაირათი - ალკმაარი
აბეერდენი - ბარნლი

პარტიზანი - ტრაკაი
ბალზანი - სლოვანი
ნორდსიელენდი - აიკი
რუდარი - სტიაუა
ჰაპოელ ჰაიფა - ჰაფნაფიორდური

დუნდალკი - აეკი
გორნიკი - ტრენჩინი
მაქაბი - ტადნიკი
ცსკა სოფია - ადმირა
სუბოტიცას სპარტაკი - პრაღის სპარტა

ლაიპციგი - ჰაკენი
სტიარნანი - კოპენჰაგენი
უფა - დომჟალე
ტობოლი - პიუნიკი
იაგელონია - რიო ავე

ლასკი - ლილეშტორმი
ჰონვედი - პროგრესი
ოსიეკი - რეინჯერსი
ტორშავენი - ბეშიქთაში
დუნაისკა სტრედა - მინსკის დინამო

ვენტისპილი - ბორდო
ზიელიეზნიჩარი - აპოლომი
ვიტორული - ვიტესი
სენტ გალენი - სარპსბორგი
ბრესტის დინამო - ატრომიტოსი
სევილია - უჟპეშტი
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები საჩხერის ჩიხურას, რთულია, მაგრამ ისევ დიდი შემართებით იმედია გადალახავენ ამ ეტაპსაც... ტორპეტოდან გამარჯვებას ველით წესით არაა..
საჩხერელი
12:13 23-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული