ევროპა ლიგა. II ტური: ჭანტურიშვილი სტამბულში დამარცხდა, ყენია კი სევილიაში [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მე-2 ტურის პირველი 12 მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. უპირველეს ყოვლისა ქართველი ლეგიონერების და მათი გუნდების ამბებზე მოგითხრობთ.

ტრნავას "სპარტაკმა" მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო სტამბულში "ფენერბახჩეს" და 0:2 წააგო. სლოვაკური გუნდის ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.


"ვორსკლა" პოლტავაში 1:2 დამარცხდა "სპორტინგთან". არადა, 90-ე წუთამდე იგებდა. უკრაინული გუნდის ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ტრავმირებულია, ხოლო მცველი ანდრო გიორგაძე ძირითად შემადგენლობაში არ იყო.

"დუდელანჟი" სევილიაში განადგურდა 0:3 "ბეტისთან". ლუქსემბურგული გუნდის ნახევარმცველი ლევან ყენია
76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.


"მილანი" "სან სიროზე" 70-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა "ოლიმპიაკოსთან" და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა. ერთი გოლი იგუაინმა გაიტანა, კუტრონემ კი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 3 გოლი როსონერიმ 9 წუთში გაიტანა.


"ზენიტმა" სანკტ პეტერბურგში 1:0 მოუგო "სლავიას". ამ დროს ჩეხები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, კარისაკენ 27-ჯერ დარტყეს, მაშინ როდესაც "ზენიტმა" მხოლოდ 5-ჯერ დრტყა ბურთი კარის მიმართულებით.

A ჯგუფი
ბაიერი - აეკ 4:2
გოლები: 0:1 ტრიჩკოვსკი (25), 1:1 ჰავერტცი (44), 2:1 ალარიო (49), 3:2 რასპასი (90+1), 4:2 ბრანდტი (90+2)

ციურიხი - ლუდოგორეცი 1:0
გოლი: 1:0 პალსონი (84)

B ჯგუფი
რუსენბორგი - ლეიპციგი 1:3
გოლები: 0:1 აუგუსტინი (12), 0:2 კონატე (54), 0:3 ჩინჰა (61), 1:3 ჯებალი (79)

ზალცბურგი - სელტიკი 3:1
გოლები: 0:1 ედუარდი (20), 1:1 დებური (55), 2:1 მნამინო (61), 3:1 დებური (73, პენ)

C ჯგუფი
ბორდო - კოპენჰაგენი 1:2
გოლები: 0:1 სოტირიუ (42), 1:1 სანკარე (84), 1:2 სკოვი (90+2)
გაძევება: ზეკა (კოპენჰაგენი, 90)
გამოუყენებელი პენალტი: კამანო (45)

ზენიტი - სლავია 1:0
გოლი: 1:0 კოკორინი (80)

D ჯგუფი
ანდერლეხტი - დინამო (ზ) 0:2
გოლები: 0:1 ჰაიროვიჩი (19, პენ), 0:2 გოჯაკი (68)
გაძევება: ვრანიეცი (ანდერლეხტი, 46)

ფენერბახჩე - სპარტაკი (ტ) 2:0
გოლები: 1:0 სლიმანი (52), 2:0 სლიმანი (69)

E ჯგუფი
ყარაბაღი - არსენალი 0:3
გოლები: 0:1 პაპასტოპულოსი (4), 0:2 სმიტ-როუ (53), 0:3 გიუნდოზი (80)

ვორსკლა - სპორტინგი
გოლები: 1:0 კულაჩი (10), 1:1 მონტერო (90), 1:2 კაბრალი (90+3))

F ჯგუფი
მილანი - ოლიმპიაკოსი 3:1
გოლები: 0:1 გერერო (14), 1:1 კუტრონე (70), 2:1 იგუაინი (76), 3:1 კუტრონე (79)

ბეტისი - დუდელანჟი 3:0
გოლები: 1:0 სანაბრია (56), 2:0 ლო ჩელსო (80), 3:0 ერერა (88)

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიახ სასიხარულოა ლევანის დაბრუნება, დიდ წარმატებებს ვუსურვებ კლუბშიც და ნაკრებშიც.
გიზოგ
05 ოქტომბერი 2018 16:00
0
ფრიად სასიამოვნოა ლევან ყენიას გამოჩენა "ევროპა ლიგაზე". ბევრმა ნაადრევად ჩამოწერა "ყენო". პირადად მე, ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ეს უნიჭიერესი ფეხბურთელი ნაკრებში ისევ "გაიბრწყინებს"... წარმატებები ლევანს!!!
tngh
05 ოქტომბერი 2018 11:34
0

სიახლეები პოპულარული