თავდაპირველად, ქართველი ლეგიონერების გუნდებზე გეტყვით.
D ჯგუფში ვახტანგ ჭანტურიშვილისა და დავით სხირტლაძის ტრნავის "სპარტაკი" ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს. ტრნაველები ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. ჭანტურიშვილი, სავარაუდოდ, ძირითადში დაიწყებს, ხოლო სხირტლაძე შესაძლოა შეცვლაზე შეუშვან.
E ჯგუფში სანდრო კობახიძისა და ანდრო გიორგაძის "ვორსკლა" აზერბაიჯანში "ყარაბაღს" ეწვევა. კობახიძემ მხარზე ოპერაცია გაიკეთა და მისი თამაში გამორიცხულია, ხოლო გიორგაძე შესაძლოა მოედანზე ვიხილოთ.
F ჯგუფში ლევან ყენიას "დუდელანჟი" "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს. შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელი სასტარტოში გამოჩნდეს. თავის მხრივ,
G ჯგუფში ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკს" ჯერ მოგება არ აქვს. დღეს "სპარტაკი" "რეინჯერსს" ესტუმრება. "სპარტაკში" მწვრთნელი შეიცვალა, ანანიძე კი გუნდს გლაზგოში არ გაჰყოლია.
J ჯგუფს თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" ლიდერობს, რომელსაც ორიდან ორი მოგება აქვს. სამწუხაროდ, თორნიკე კვლავ ტრავმას იშუშებს და მისი გამოსვლა მოედანზე ნაკლებად სავარაუდოა.
რაც შეეხება გრანდებს, ლონდონის" არსენალი", რომელიც შესანიშნავ ფორმაშია - ბოლო 10 მატჩი მოიგო, "სპორტინგს" ესტუმრება. "მილანი" "ბეტისს" მიიღებს, ხოლო ლონდონის "ჩელსი" ინგლისში ბორისოვის ბატე-სთან გაარკვევს ურთიერთობას.
A ჯგუფი
ციურიხი-ლევერკუზენი 20:55
ლარნაკა-ლუდოგორეცი 20:55
B ჯგუფი
ზალცბურგი-რუსენბორგი 20:55
ლაიპციგი-სელტიკი 20:55
C ჯგუფი
კოპენჰაგენი-სლავია 20:55
ზენიტი-ბორდო 20:55
D ჯგუფი
ტრნავა-დინამო ზ 20:55
ანდერლეხტი-ფენერბაჰჩე 20:55
E ჯგუფი
სპორტინგი-არსენალი 20:55
ყარაბაღი-ვორსკლა 20:55
F ჯგუფი
მილანი-ბეტისი 20:55
დუდელანჟი-ოლიმპიაკოსი 20:55
G ჯგუფი
რეინჯერსი-სპარტაკი 23:00
ვილიარეალი-რაპიდი 23:00
H ჯგუფი
აინტრახტი-აპოლონი 23:00
მარსელი-ლაციო 23:00
I ჯგუფი
სარპსბორგი-მალმიო 23:00
ბეშიქთაში-გენკი 23:00
J ჯგუფი
სტანდარდი-კრასნოდარი 23:00
სევილია-ახისარი 23:00
K ჯგუფი
იაბლონეცი-ასტანა 23:00
რენი-დინამო კ 23:00
L ჯგუფი
ჩელსი-ბატე 23:00
პაოკ-მოლ ვიდი 23:00