დანი უელბეკმა კოჭი მოიტეხა და მოედნიდან საკაცითა და ჟანგბადის ავზით გაიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"არსენალისა" და "სპორტინგის" მატჩის (0:0) 25-ე წუთზე ინგლისელთა შემტევმა დანი უელბეკმა მძიმე ტრავმა მიიღო და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა.

27 წლის ფეხბურთელი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისთვის ახტა და მოედანზე დახტომის დროს ცუდად დააბიჯა, მარჯვენა ფეხის კოჭი მოიტეხა და საკაცითა და ჟანგბადის ავზით მოუწია მოედნის დატოვება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაუტარდება ოპერაცია და რა დრო დასჭირდება ფეხბურთელს მოედანზე დასაბრუნებლად.

ეს დანი უელბეკისთვის პირველი სერიოზული ტრავმა არ არის. მას 2015-16 და 2016-17 წლების სეზონის პირველი ნახევარი სხვადასხვა სერიოზული დაზიანების გამო გაუცდა.

altევროპა ლიგა. IV ტური:

ჭანტურიშვილის ულამაზესმა გოლმა "სპარტაკი" წაგებისგან ვერ იხსნა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული