ევროპა ლიგის 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის 1/16-ფინალის წილისყრა გაიმართა.

დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარი" "აინტრახტს" დაუპირისპირდება. სამწუხაროდ ქართველი ფეხბურთელების სხვა გუნდები პლეი-ოფსი ვერ გავიდნენ.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"პლზენი" (ჩეხეთი)-ზაგრების "დინამო" (ხორვატია)
"ბრიუგე" (ბელგია)-"ზალცბურგი" (ავსტრია)
"რაპიდი" (ავსტრია)-"ინტერი" (იტალია)
"სლავია" (ჩეხეთი)-"გენკი" (ბელგია)
"კრასნოდარი" (რუსეთი)-"ლევერკუზენი" (გერმანია)
"ციურიხი" (შვეიცარია)-"ნაპოლი" (იტალია)
"მალმიო" (შვედეთი)-"ჩელსი" (ინგლისი)
"შახტარი" (უკრაინა)-"აინტრახტი" (გერმანია)
"სელტიკი" (შოტლანდია)-"ვალენსია" (ესპანეთი)
"რენი" (საფრანგეთი)-"ბეტისი" (ესპანეთი)
"ოლიმპიაკოსი" (გერმანია)-კიევის "დინამო" (უკრაინა)
"ლაციო" (იტალია)-"სევილია" (ესპანეთი)
"ფენერბაჰჩე" (თურქეთი)-"ზენიტი" (რუსეთი)
"სპორტინგი" (პორტუგალია)-"ვილიარეალი" (ესპანეთი)
ბატე (ბელორუსი)-"არსენალი" (ინგლისი)
"გალათასარაი" (თურქეთი)-"ბენფიკა" (პორტუგალია)

1/16-ფინალის პირველი
მატჩები 14 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩები - 21 თებერვალს.

1/8-ფინალის წილისყრა 22 თებერვალს ჩატარდება.

altჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 1 /
"ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი)
ზურა
17:59 17-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული