დღეს ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩებში მონაწილეობას ორი ქართველი ლეგიონერი მიიღებს.
"ციურიხი" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" მიიღებს. შვეიცარული გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ლევან ხარაბაძე.
დონეცკის "შახტარი" ხარკოვში ფრანკფურტის "აინტრახტს" უმასპინძლებს. მასპინძელთა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში დააყენა.