ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: "არსენალი" საფრანგეთში, ხოლო "ზენიტი" პეტერბურგში 1:3 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
7 მარტს, ევროპა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩები ჩატარდა.

ზაგრების "დინამომ" სახლში 1:0 მოუგო "ბენფიკას" და ლისაბონში ურთულესი გასვლა ელის.

"აინტრახტი", რომელმაც გათამაშებას დავით ხოჭოლავას "შახტარი" გამოთიშა, ფრანკფურტში" "ინტერს" დაუზავდა. სტუმრებს გამარჯვების მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ ბროზოვიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მოულოდნელი იყო "არსენალის" სტუმრად "რენთან" წაგება, თუმცა წინა წრეშიც დამარცხდა ეს გუნდი გასვლაზე "ბატესთან" და მაინც მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. აღსანიშნავია, რომ პაპასტაპოლოსის გაძევების გამო "მეთოფეები" 41-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ და ამის შემდეგ გაუშვეს 3 გოლი.


"სევილიამ" "სანჩეს
პისხუანზე" ვერ მოახერხა "სლავიას" ძლევა და ყველაფერი პრაღაში გადაწყდება.


"ზენიტი" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "ვილიარეალთან" და უმძიმეს ვითარებაში ჩავარდა. პეტერბურგელთა თავდამსხმელ ძიუბას, რომელსაც რუსები ძიუბინიოს უწოდებენ, 1011 წუთია გოლი არ გაუტანია.

ზაგრები. "მაკსიმირი". 29 704 მაყურებელი
დინამო (ზ) - ბენფიკა 1:0
გოლი: 1:0 პეტკოვიჩი (38, პენ)

ფრანკფურტი. "კომერცბანკ-არენა". 47 000
აინტრახტი - ინტერი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ბროზოვიჩი (22)

რენი. "როაზჰონი"
რენი - არსენალი 3:1
გოლები: 0:1 ივობი (4), 1:1 ბურიგუდი (42), 2:1 მონრეალი (65, საკ. კარში), 3:1 სარი (88)
გაძევება: პაპასტატოპულოსი (41)

სევილია. "სანჩეს პისხუანი". 30 688 მაყურებელი
სევილია - სლავია 2:2
გოლები: 1:0 ბენ იედერი (1), 1:1 სტოხი (25), 2:1 ელ ჰადადი (28), 2:2 კრალი (39)

პეტერბურგი. "სანკტ პეტერბურგი". 51 826 მაყურებელი
ზენიტი - ვილიარეალი 1:3
გოლები: 0:1 იბორა (33), 1:1 აზმუნი (35), 1:2 მორენო (64), 1:3 მორლანესი (71)

დღეს, მოგვიანებით კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული