14 მარტს, ევროპა ლიგის განმეორებითი 3 1/8-ფინალური მატჩი გაიმართა.
"ჩელსი" კიევშიც ადვილად გაუსწორდა კიევის "დინამოს". ჰეთ-თრიკი ჟირუმ შეასრულა, რომელიც 9 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. ეს ევროტურნირებზე ფრანგი თავდამსხმელის მეორე ჰეთ-თრიკია - პირველი 2015 წელს "ოლიმპიაკოსთან" მატჩში შეასრულა. უკრაინული გუნდის განაცხადში არ იყო ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი.
"ვალენსიამ" კომპენსირებულ დროში მოახერხა "კრასნოდართან" ანგარიშის გათანაბრება და მეოთხედფინალში გავიდა.
"ზალცბურგმა" საკუთარ მოედანზე 3:1 სძლია "ნაპოლის", მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 0:3 ჰქონდა წაგებული, გათამაშებას გამოეთიშა.
კიევი. "ოლიმპიისკი". 64 830 მაყურებელი
დინამო (კ) - ჩელსი 0:5
გოლები:
ჟირუ (5), 0:2 ჟირუ (33), 0:3 მარკოს ალონსო (45), 0:4 ჟირუ (59), 0:5 ჰადსონ-ოდოი (78)
კრასნოდარი. "კრასნოდარი". 35 074 მაყურებელი
კრასნოდარი - ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 სულეიმანოვი (85), 1:1 გუედესი (90+3)
ზალცბურგი. "რედ ბულ არენა". 29 520 მაყურებელი
ზალცბურგი - ნაპოლი 3:1
გოლები: 0:1 მილიკი (14), 1:1 დაბური (25), 2:1 გულდბრადსენი (65), 3:1 ლეიტგები (90+1)