"ჩელსის" ფანები მოჰამედ სალაჰის მიმართ დისკრიმინაციულ შეძახილებს სკანდირებდნენ

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 11 აპრილს, ევროპა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ, რომელშიც ლონდონის "ჩელსი" სტუმრად პრაღის "სლავიას" ხვდებოდა, პრაღის ერთ-ერთ ბარში მყოფი ლონდონელთა 6 გულშემატკივარი ''ლივერპულის'' შემტევის, მოჰამედ სალაჰის მიმართ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს სკანდირებდა.

ვიდეოში, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, "ჩელსის" 6 გულშემატკივარი ლივერპულელთა შემტევს ტერორისტად მოიხსენიებს:

"სალაჰი - ტერორისტი", - ისმის ვიდეოში.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსიმ" ზემოთ ხსენებული 6 ქომაგიდან 3 ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინა და მათ მატჩზე დასწრების უფლება არ მისცა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვიდეოში მყოფი კიდევ სამი ადამიანის ვინაობა.

"ჩელსიმ" გულშემატკივართა აღნიშნული ქცევა დაგმო. 

"კლუბი
გმობს დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას და როდესაც აქვს უტყუარი მტკიცებულებები, უმკაცრეს ზომებს იღებს აღნიშნული ფაქტების მიმართ. მსგავსი ქცევა ზიანს აყენებს და არცხვენს "ჩელსის" ნამდვილ გულშემატკივარს", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რამოსი ხოა პირსისხლიანი
zviad
18:10 12-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული