მხითარიანის აზერბაიჯანში შეშვება-არშეშვების საკითხი გადაწყდა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის "არსენალსა" და უეფას შეატყობინა, რომ "მეთოფეების" სომეხ ფეხბურთელ ჰენრიხ მხითარიანს აზერბაიჯანში შესვლის პრობლემა არ ექნება.

როგორც აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, გარდა იმისა, რომ მხითარიანს ქვეყანაში უპრობლემოდ შეუშვებენ, მასპინძელი მხარე მაქსიმალურ ზომებს მიიღებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, ბაქოში 29 მაისს ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს ლონდონური კლუბები - "ჩელსი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია 360tv-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული