ობამეიანგი: მხითარიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ ეს სირცხვილია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა პიერ ემერიკ ობამეიანგმა კომენტარი გააკეთა ჰენრიხ მხითარიანის საკითხზე. როგორც მოგეხსენებათ, სომეხი ფეხბურთელი პოლიტიკური მოტივის გამო ბაქოში გასამართ ევროპა ლიგის ფინალს გამოტოვებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი ყარაბახის მთიანეთზე მსოფლიო სპორტსაც შეეხო. მართალია, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მხითარიანს ბაქოში უპრობლემოდ შეუშვებდნენ და მის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფდნენ, მაგრამ მხითარიანმა ლონდონში დარჩენა გადაწყვიტა.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდი სირცხვილია, თუმცა ჰენრიხის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. მისთვის არაა ადვილი იქ ჩასვლა, სწორედ პოლიტიკური პრობლემების გამო. ეს საშინელი სირცხვილია, თუმცა ახლა
ჩვენ დამატებითი მოტივაცია გვაქვს მოსაგებად. გუნდში ყველას სურს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება. სწორედ ეს მიზანი გვქონდა სეზონის დაწყების წინ" - გადმოსცემს გაბონელი ფორვარდის სიტყვებს Evening Standard-ი.

დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ სომხური მხარე მხითარიანს საკუთარი პრვოკაციული მიზნებისთვის იყენებს. იქამდე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ანნა ნაგდალიანი გამოვიდა სიტყვით ამ საკითხზე და განაცხადა, რომ მხითარიანი უარს ამბობდა სომხეთში ჩასვლაზე.

აბდულაევამ კი შეახსენა ყველას აზერბიჯანული მხარის მიერ მიცემული პირობა და გარანტიები და დაამატა, რომ აზერბაიჯანი სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთში არ ურევს და მათი ქვეყნის ფარგლებში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში სომხური წარმოშობის ადამიანებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა.

როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ "არსენალს" "ჩელსის" წინააღმდეგ ჰენრიხ მხითარიანი დააკლდება. ევროპა ლიგის ფინალი კი 29 მაისს გაიმართება ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altოფიციალურად: ჰენრიხ მხითარიანი ბაქოში გასამართ ევროპა ლიგის ფინალში უსაფრთხოების მიზეზით არ ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული