სულ ცოტა რჩება ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრის დაწყებამდე. ბაქოში "არსენალი" და "ჩელსი" ერთმანეთს სწორედ ევროპა ლიგის გამარჯვებულის გამოსავლენად დაუპირისპირდებიან.
ფეხბურთელები სრული ძალით ემზადებიან თამაშისთვის, ატარებენ ბოლო ვარჯიშებს და აანალიზებენ მწვრთნელების ტაქტიკურ მითითებებს.
თუმცა გამარჯვების მისაღწევად მხოლოდ ეს არაა საკმარისი. მნიშვნელოვანია ტრიბუნებიდან მხარდაჭერა. სტადიონზე 70 000-მდე გულშემატკივარი ეტევა. 5000-5000 ფანი თითოეულ გუნდს ჩაჰყვა ლონდონიდან. თუმცა მესუთ იოზილსა და ლუკას ტორეირას განსაკუთრებული გულშემატკივრები ეყოლებათ ტრიბუნაზე.
სწორედ ამ ორი ფეხბურთელის მეგობარი გოგონები ჩავიდნენ ბაქოში ფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად. ურუგვაელმა ფეხბურთელმა თავად გამოაქვეყნა საკუთარი შეყვარებულის
ფოტო.
ვიტორია რეპეტო ორ ისეთ პროფესიას აერთიანებს, როგორებიცაა ფსიქოლოგობა და მოდელობა. ტორეირა გოგონამ მაშინ გაიცნო, როცა ალეკსი იტალიაში თამაშობდა.
რაც შეეხება მესუთ იოზილის შეყვარებულს, ამინე გულჩემ თვითონ შეატყობინა ფანებს ბაქოში ყოფნის შესახებ.
გულჩე ცნობილი თურქი მსახიობია, რომელსაც პოპულარულ სერიალებში ხშირად იღებენ. აქვე, აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ხმების თანახმად, ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ წყვილი დაქორწინებას აპირებს.