ევროპა ლიგის ფინალში "ჩელსიმ" "არსენალი" 4:1 დაამარცხა, ნამატჩევს კი კომენტარი დუბლის ავტორმა ედენ აზარმა გააკეთა.
"დიახ, ვფიქრობ, ეს დამშვიდობებაა, მაგრამ ფეხბურთში არასოდეს არ იცი, რა მოხდება. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ. პირადად მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე და ორივე კლუბის პასუხს ველი.
მუდამ ვოცნებობდი პრემიერლიგაში თამაშზე და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში 7 წელი ვიასპარეზე. ახლა შესაძლოა, ახალი გამოწვევის დრო დადგა", - განუცხადა აზარმა BT Sport-ს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, აზარი მალე "რეალში" გადაბარგდება.