უეფას დელეგატი მატჩამდე გარდაიცვალა

AutoSharing Option
უეფას ინგლისელი დელეგატი ადრიან ტიტკომბი ევროპა ლიგის მატჩამდე გარდაიცვალა.

74 წლის ტიტკომბი კვიპროსში "აპოლონისა" და "აუსტრიას" თამაშზე დელეგატად იყო მივლენილი, ნიკოსიის სასტუმროს ჰოლში, სადაც კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა, თავი შეუძლოდ იგრძნო, გრძნობა დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მიუხედავად ტრაგედიისა, შეხვედრა დროულად დაიწყო და "აპოლონის" 3:1 გამარჯვებით დასრულდა (5:2 ორი მატჩის ჯამში), რომელიც პლეი-ოფში პსვ-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული