"საბურთალოს" მძლეველმა "არარატ არმენიამ" ერევანში "დუდელანჟი" დაამარცხა

AutoSharing Option
22 აგვისტოს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში "არარატ არმენიამ", რომელმაც წინა წრეში "საბურთალოს" სძლია, საკუთარ მოედანზე დუდელანჟს" 2:1 მოუგო.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიში 22-ე წუთზე "არარატ არმენიას" თავდამსხმელმა მაილსონმა თავურით გახსნა. 68-ე წუთზე სინანიმ საპასუხო გოლი გაიტანა, 90+3-ე წუთზე კი ესტონელმა ნახევარმცველმა ილია ანტონოვმა დალაშქრა მეტოქის კარი და ერევნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 29 აგვისტოს ლუქსემბურგში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
საბურთალომ სულში ჩააფაურთხა ქართველ გულშემატკივარს! უდიდესი შეურაწყოფა მოგვაყენეს. უდიდესი შანსი ქონდა ქართულ გუნდს ეთამაშა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაგრამ, ეს საჩუქარი ვერ გამოიყენეს... არადა კენჭისყრაშიც რა მაგრად გაგვიმართლა... საბურთალოს მაგივრად არარატს დინამოც გამოაგდებდა და ტორპედოც. საბურთალომ სახლში თამაში ვერ მოიგო, ძალიან ცუდად, კატასტროფულად გამოვიდნენ . ეგ არ არის ფეხბურთი. თქვენ არ იცით ფეხბურთის თამში. ეს იყო უდიდესი სირცხვილი და შავი ლაქა ქართულ ფეხბურთში რაც საბურთალომ არარატთან გააკეთა!..
მესხი
23:31 22-08-2019
7
Armenia titqmis shesulia iq sadac saburtalo unda yofiliyo
Bacho
02:17 23-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული