ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ედენ აზარი, რომელიც ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადავიდა, ევროპა ლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
"ჩელსიში" ყოფნის დროს ბელგიელმა ევროპა ლიგა მოიგო. მაშინ აზარმა ფინალში "არსენალს" (4:1) 2 გოლი გაუტანა.
აზარმა გამოკითხვაში ყოფილ თანაგუნდელ ოლივიე ჟირუსა და ამჟამინდელ თანაგუნდელ ლუკა იოვიჩს აჯობა.