"გენტის" მეკარემ, ტომას კამინსკიმ "სენტ-ეტიენთან" ევროპა ლიგის მატჩში საოცარი ავტოგოლი გაიტანა.
ბელგიური გუნდის მცველმა მეტოქის პრესინგის გამო ბურთი უკან მეკარეს დაუბრუნა, მაგრამ კამინსკიმ ბურთი ვერ დაამუშავა და ის კარისკენ გაგორდა, რა დროსაც კამინსკიმ მისი კარიდან გამოტანა სცადა, მუხლი მოედანს მიარტყა და ლამის ტრავმა მიიღო, ბურთი კი მაინც კარში შევიდა.
ამის მიუხედავად, "გენტმა" მაინც შეძლო მატჩის გადარჩენა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. 26 წლის კამინსკი "გენტში" უკვე მეორე სეზონია თამაშობს.
გიორგი ქვილითაიამ 90+4-ე წუთზე შეცვალა დუბლის ავტორი ჯონათან დავიდი.
ევროპა ლიგა. I ტური: დვალმა ბარსელონაში იომა, ქვილითაია "სენტ ეტიენთან" ბოლოს შევიდა [VIDEO]