"გენტის" მეკარემ საკუთარ კარში გაიტანა და ლამის ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გენტის" მეკარემ, ტომას კამინსკიმ "სენტ-ეტიენთან" ევროპა ლიგის მატჩში საოცარი ავტოგოლი გაიტანა.

ბელგიური გუნდის მცველმა მეტოქის პრესინგის გამო ბურთი უკან მეკარეს დაუბრუნა, მაგრამ კამინსკიმ ბურთი ვერ დაამუშავა და ის კარისკენ გაგორდა, რა დროსაც კამინსკიმ მისი კარიდან გამოტანა სცადა, მუხლი მოედანს მიარტყა და ლამის ტრავმა მიიღო, ბურთი კი მაინც კარში შევიდა.

ამის მიუხედავად, "გენტმა" მაინც შეძლო მატჩის გადარჩენა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. 26 წლის კამინსკი "გენტში" უკვე მეორე სეზონია თამაშობს.

გიორგი ქვილითაიამ 90+4-ე წუთზე შეცვალა დუბლის ავტორი ჯონათან დავიდი.

altევროპა ლიგა. I

ტური: დვალმა ბარსელონაში იომა, ქვილითაია "სენტ ეტიენთან" ბოლოს შევიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული