"დუდელანჟისა" და "ყარაბაღის" მატჩი მთიანი ყარაბაღის სომხური დროშის გამო შეჩერდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "დუდელანჟისა" და "ყარაბაღის" მატჩი მთიანი ყარაბაღის სომხური დროშის გამო შეჩერდა.

პირველ ტაიმში, როდესაც სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, მოედანზე სტადიონის სახურავიდან გაშვებული დრონი გამოჩნდა, რომელზეც მთიანი ყარაბაღის დროშა იყო მიბმული. აზერბაიჯანული გუნდის ფეხბურთელები დრონის ბურთით ჩამოგდებას ცდილობდნენ.

მსაჯმა თამაში დროებით შეაჩერა და გუნდები გასახდელში გაიყვანა. შეხვედრა 15 წუთის შემდეგ განახლდა.

აზერბაიჯანელები მომხდარს სომხურ პროვოკაციად აფასებენ.

შეგახსენებთ, "დუდელანჟმა" "საბურთალოს" მძლეველი "არარატ არმენია" დაამარცხა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ რას იზავდი თემურ? ქართველ სპორცმენებს ნუ ჰკბენ.
Nika
12 აპრილი 2020 10:43
0
აი ეროვნული შეგნება და ღირსება რა არის,აბა ჩვენების თამაშის დროს რომ ეგეთი რამე მომხდარიყო ყურადღებასაც არ მიაქცევდენ დარწმუნებული ვარ..
თემო
04 ოქტომბერი 2019 12:33
22
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული