თბილისის "დინამოზე" მსუბუქად - ფანების რასისტული ქცევის გამო უეფამ "ლაციო" დასაჯა

AutoSharing Option
რომის "ლაციო" ევროპა ლიგის მატჩს გლაზგოს "სელტიკის" წინააღმდეგ ნაწილობრივ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს, რისი მიზეზიც  ფრანგული "რენის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დროს რომაული კლუბის გულშემატკივართა რასისტული ქმედებები გახდა.

აღნიშნული შეხვედრა 3 ოქტომბერს გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 2:1. თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ საჩივარი უეფაში შევიდა და უეფას სადისციპლინო კომიტეტმა "ლაციოს" ფანების ქცევა რასისტულად მიიჩნია.

"სელტიკთან" შეხვედრაში სტადიო "ოლიმპიკოს" 4 სექტორი იქნება ცარიელი და იქ გამოკრული იქნება ბანერი, წარწერით- #EqualGame. ასევე, "ლაციოს" 20 000 ევროს გადახდა მოუწევს და თუ 1 წლის
განმავლობაში მსგავსი შემთხვევა განმეორდება, რომაულ კლუბს 1 თამაშის მაყურებლის გარეშე ჩატარება მოუწევს.

წელს უეფამ თბილისის "დინამოც" დასაჯა ფანების მხრიდან ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებისა და "გაბალას" ფეხბურთელების მისამართით რასისტული შეძახილების გამო. თუმცა "დინამოს" შემთხვევაში სასჯელი უფრო მკაცრი იყო - 50 000 ევრო ჯარიმა და გულშემატკივრების გარეშე თამაში "ფეიენოორდის" წინააღმდეგ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული