"რომას" ფეხბურთელს თურქეთში თავი დაუსისხლიანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რომას" ნახევარმცველმა ლორენცო პელეგრინიმ ტრიბუნიდან ნასროლი ნივთის შემდეგ დაზიანება მიიღო.

ინციდენტი "ისტანბულთან" ევროპა ლიგის საგარეო მატჩისას მოხდა.

23 წლის იტალიელი კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებოდა, როცა თავში მონეტის მსგავსი ნივთი მოხვდა. ფეხბურთელს თავიდან სისხლი წამოუვიდა. მატჩი დროებით შეაჩერეს და ლორენცოს სასწრაფო დახმარება გაუწიეს. ექიმებმა პელეგრინის თავი გადაუხვიეს და მან თამაში გააგრძელა.

"რომამ" თურქულ გუნდს 3:0 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული