გიორგი წიტაიშვილს გულშემატკივრებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია

AutoSharing Option
კიევის "დინამომ" ევროპა ლიგის უკანასკნელ ტურში სახლში ვერ დაამარცხა "ლუგანო" (1:1) და ჯგუფში ჩარჩა. ამ მატჩის 64-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც კომპენსირებულ დროში საგოლე გადაცემა მიითვალა. მან "ინსტაგრამით" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

"მინდა ჩემი სიტყვების გამო ბოდიში მოვიხადო. მინდოდა მეთქვა, რომ ბოლო 10 წუთში მხარდაჭერა გვესაჭიროებოდა, თქვენ კი უკვე სტვენა დაიწყეთ. დიახ, საშინელი შედეგია. შეხვედრის შემდეგ ჩემი აზრი არასწორად გამოვთქვი.

გმადლობთ, რომ ასეთ ამინდში სტადიონზე მოხვედით. არავითარ შემთხვევაში არ მიგულისხმია ის, რაც ყველგან დაიწერა. თქვენ გარეშე ფეხბურთი არ
არსებობს და გულშემატკივრების გარეშე თამაშის სურვილიც არ არის. არ გამიგოთ არასწორად".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაო წიტაშენკო ჩარჩით ჯგუფში?
Ultranationalist
09:35 13-12-2019
6
მე გაგიგებ სწორად თუ საქართველოს ნაკრებში ითამაშებ
irakli
09:12 13-12-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული