"მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი ევროპა ლიგაზე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
გრინვუდმა "ალკმაართან" მატჩში (4:0) დუბლი შეასრულა, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა. თანაც, მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა მხოლოდ შვიდჯერ დააყენა სასტარტო შემადგენლობაში.
ცნობისათვის, "ინტერში" განათხოვრებულმა ფორვარდმა ალექსის სანჩესმა ორ სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში ხუთჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.