ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: ბრაზილიელ "მეშახტეთა" გმირობა და "სევილიას" რთული გამარჯვება

AutoSharing Option
11 აგვისტოს ევროპა ლიგის დარჩენილი ორი 1/4-ფინალური მატჩი ჩატარდა და ნახევარფინალური წყვილებიც გაირკვა.

"შახტარმა", რომლის რიგებში ვერ ითამაშა დისკვალიფიცირებულმა დავით ხოჭოლავამ, "ბაზელს" უპრობლემოდ სძლია - 4:1.

შვეიცარიულ გუნდს ტურნირზე წინა 5 შეხვედრაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული, მაგრამ "მეშახტეთა" ბრაზილიელმა ლეგიონერებმა 4 გაუტანეს და გაანადგურეს.

გელზენკირხენი. "ველტინს-არენა"
შახტარი-ბაზელი 4:1
გოლები: 1:0 მორაესი (2), 2:0 ტაისონი (22), 3:0 ალან პატრიკი (75, პენ), 4:0 დოდო (88), 4:1 ვოლფსვინკელი (90+2)

"სევილიამ" კი "ვულვერჰემპტონს" მატჩის დასასრულს გატანილი გოლით 1:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში "ვულვზის" მექსიკელმა
თავდამსხმელმა რაულ ხიმენესმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

"სევილია" ყველა ტურნირზე ბოლო 19 მატჩში დაუმარცხებელია, რაც მისი საკლუბო რეკორდია.

დუისბურგი. "МСВ-არენა"
ვულვერჰემპტონი - სევილია 0:1
გოლი: ოკამპოსი (88)
გამოუყენებელი პენალტი: რაულ ხიმენესი (13, ვულვერჰემპტონი)

ნახევარფინალებში ერთმანეთს შეხვდებიან:

16 აგვისტო
"მანჩესტერი" - "სევილია"

17 აგვისტო
"ინტერი" - "შახტარი"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრაზილიელ მეშახტეთა კი არა, მეშახტე ბრაზილიელები :))) წარმატებები ხოჭოლავას! აგვისტო, ოქტომბერი და ნოემბერი საუკეთესო იყოს შენ კარიერაში!
alexandre
11:14 12-08-2020
0
ფინალი. მანჩესტერი ინტერი წესით
macbook pro
03:53 12-08-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული