10 აგვისტოს გერმანიაში ევროპა ლიგის 2 მეოთხედფინალი ჩატარდა.
"ინტერმა" "ბაიერი" 2:1 დაამარცხა და 16 აგვისტოს ნახევარფინალში "შახტარისა" და "ბაზელის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
"ნერაძურის" თავდამსხმელმა ლუკაკუმ ზედიზედ მეცხრე მატჩში გაიტანა გოლი, რაც ტურნირის რეკორდია.
"ინტერი" ევროტურნირების ნახევარფინალში 10 წლის შემდეგ პირველად გავიდა - მაშინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კონტეს გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ ბოლო 5 შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა და ბოლო 10 მატჩში არ დამარცხებულა. ამას გარდა, მილანური გუნდი სარეკორდო მერვედ გავიდა ამ ტურნირის ნახევარფინალში.
დიუსელდორფი. "მერკურ შპილ-არენა"
ინტერი - ბაიერი 2:1
გოლები: 1:0 ბარელა (15), 2:0 ლუკაკუ (21),2:1 ჰავერცი (24)
"მანჩესტერს" "კოპენჰაგენთან" გამარჯვება ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა დამატებით დროში პენალტით მოუტანა - მან "იუნაიტედში" ყველა ტურნირზე 20 მატჩში 11 გოლი გაიტანა (7 თერთმეტმეტრიანით) და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
17 აგვისტოს "მანჩესტერი" ნახევარფინალში "სევილიასა" და "ვულვერჰემპტონის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
კიოლნი. "რეინენერგიშტადიონი"
მანჩესტერი - კოპენჰაგენი 1:0
გოლი: ბრუნუ ფერნანდეში (95, პენ)